about us image
ვინ ვართ ჩვენ?

Close To music არის პლატფორმა რომელიც კლასიკურ შემსრულებლებს აერთიანებს. კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, კომუნიკაციის გამარტივება, სწავლა-სწავლება და საერთო სივრცის შექმნა მუსიკოსებისთვის ჩვენი მთავარი კონცეფციაა. ჩვენ ვცდილობთ დავაკავშიროთ მომხმარებლები მუსიკოსებთან.

პლატფორმის შექმნის დღიდან ბევრი ადამიანი გაერთიანდა მუსიკის ირგვლივ.შემოუერთდი შენც და გაიმრავალფეროვნე მუსიკის ჰანგებით თითოეული დღე.

about us image

სწავლების ფორმატი

სწავლების ფორმატი სხვადასხვა სახისაა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს მუსიკა როგორც დისტანციურად ასევე ინდივიდუალური გაკვეთილების საშუალებით.

მუსიკის შესწავლას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და შეძლებთ შეისწავლოთ როგორც დისტანციურად ასევე ინდივიდუალურად. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება თქვენზე მორგებული გრაფიკით მოახდინოთ თქვენი სურვილების ასრულება.

თქვენ ვის ეძებთ?

Close to music აერთიანებს პროფესიონალი მუსიკოსების გუნდს რომლებიც მუსიკის ჰანგებით გაამრავალფეროვნებენ თქვენს დღეებს ან შეგასწავლიან მუსიკას მოკლე დროში.

შემსრულებლების და მასწავლებლების პორტფოლიოები დაგეხმარებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მუსიკოსი და მარტივად შემოაბიჯოთ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში.

about us image