ლაშა კვარაცხელია

დისტანციური:
₾ 200 / 8 გაკვეთილი

თბილისის კონსერვატორიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ამავე სასწავლებლის მაგისტრატურაში. ამ პერიოდში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თითო სემესტრით გაემგზავრა ავსტრიასა და გაერთიანებულ სამეფოში. მოსწავლეობისა და სტუდენტობის პერიოდში მას მონაწილეობა მიღებული აქვს და პრიზიორი გამხდარა არაერთი კონკურსისა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ასევე მიღებული აქვს მასტერკლასები მსოფლიოს წამყვანი მუსიკოს-პედაგოგებისგან. ამჟამად ლაშა სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის (mdw) მაგისტრატურაში.