ელენე ნიკოლეიშვილი

დისტანციური:
₾ 200 / 8 გაკვეთილი

ელენემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და სწავლას განაგრძობს ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში. იგი ადრეული ასაკიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, კონცერტებში, მასტერკლასებსა და კონკურსებში საქართველოში, გერმანიასა და ბელგიაში. კარიერის განმავლობაში მას ჩაუტარებია არაერთი სოლო კონცერტი. ელენე არის არაერთი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატი.